“რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რაც გვითხრეს, რომ თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ თვითონ, ვის ეკუთვნის დახმარება და ვის არაო და მერე თქვეს, ვინც მუშაობს ფიზიკურ პირებზე, იმათ არ ეკუთვნითო. ეს ნიშნავს ქაოსს და გაჭიანურებას და უარეს შემთხვევაში, ეს იქნება ნეპოტიზმის, კორუფციის და ათასი უბედურების წყარო. ეს ყველაფერი, ეს მძიმე ფასი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ამის სესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. გეგმის თანახმად, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. ამითვის კი, საჭიროა, მოქალაქეებმა შემოსავლის დაკარგვის ცნობა ოფიციალურად წარადგინონ.