ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სასულიერო პირები, შესაძლოა, საეკლესიო სასამართლომ გაასამართლოს

რუსეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასულიერო პირები საეკლესიო სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

აღნიშნულის შესახებ განკარულება მოსკოვის საპატრიარქომ გამოაქვეყნა.

განკარგულების თანახმად, მონასტრებისა და ეკლესიების წინამძღოლებს პირადი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მონასტრებსა და სამრევლოებში კორონავრუსის ინფექციის საფრთხის აღმოფხვრისათვის დაწესებული განაკრგულებებისა და მითითებების დაცვასა და შესრულებაზე.

ამასთან, როგორც განკარგულებაში წერია, თუ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადამიანის ინფიცირებასა და გარდაცვალებას, დამნაშავე შესაძლოა, საეკლესიო სასამართლოს მიერ გასამართლდეს ან საეკლესიო-ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით რუსეთმა ჩინეთს გადაუსწრო.

ქვეყანაშიამ დროისთვის ვირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა 87 147-ს შეადგენს, მათგან 784 გარდაიცვალა, ხოლო 7 343 გამოჯანმრთელდა.

 

 

იტვირთბა....