ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთმა ჩინეთს გადაუსწრო

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 6 198 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის, რუსეთში ვირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა 87 143-ს შეადგენს, მათგან 784 გარდაიცვალა, ხოლო 7 341 გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით რუსეთმა ჩინეთს გადაუსწრო.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელს, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსს 794 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ინფიიცრებულთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით ისევ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....