ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი პაციენტებიდან 4 მათგანი ბოლნისიდან და შინდისიდან შეიყვანეს

კორონაცირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტი მკურნალობას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის, მათგან 4 ინფიცირებული კი ე.წ. ბოლნისისა და შინდისის კლასტერს უკავშირდება.

ამის შესახებ ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილემ განაცხადა.

სოლოღაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათთან მოთავსებული პაციენტებიდან ერთი მათგანის მდგომარეობაა მძიმე, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

“დაემატა 7 პაციენტი, აქედან 4 არის გადმოყვანილი ბოლნისიდან და შინდისიდან, 3 პაციენტის დიაგნოზი კი დადასტურდა ჩვენს კლინიკაში. გუშინ ორი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. 18 წლამდე ასაკის პირი არის 11. ერთი პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ სტაბილურად მძიმეა. 11 პაციენტი არის საყურადღებო, აქედან 3 არის ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფით. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,” – განაცხადა სოლოღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. მათგან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....