საქართველოში ბოლოო 24 საათი განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 511 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებული 511 ადამიანიდან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირი.