ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლიციამ 18 წლის გოგონა დააპატიმრა, რომელიც კორონავირუსის ძალით გავრცელებას აპირებდა

სამართალდამცავებმა ფლორიდის შტატში 18 წლის გოგონა, ლორენა მარადიაგა დააპატიმრეს, რომელიც კორონავირუსს საზოგადოებაში ძალით გავრცელებას გეგმავდა.

ლორენა მარადიაგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას დაუდასტურდა კორონავირუსი და აპირებდა ბევრი ადამიანისთვის გადაედო.

პოსტის გავრცელების შემდეგ, პოლიციამ გოგონაზე ძებნა ჩაატარა და მოგვიანებით ის დააპატიმრა. გოგონას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, თუმცა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, პოლიციამ მაინც დააპატიმრა გავრცელებული პოსტის გამო. პოლიციამ ლორენა მარადიაგას ბრალი ტერორისტული ქმედების განხორციელებაში დასდო.

იტვირთბა....