ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან გოფოძის თქმით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება, რომ შიდა გავრცელება შეჩერდეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, თუ არის შესაძლებლობა, საზოგადოების რაც შეიძლება მეტ ჯგუფს უნდა ჩაუტარდეს აგრესიული ტესტირება, რათა ვირუსის სწრაფად გამოვლენა მოხდეს.

ამის შესახებ ლევან გოფოძემ ჟურნალისტებტან განაცხადა.

გოფოძის მოსაზრებით, რაც უფრო მეტად მოხერხდება საზოგადოების ამა თუ იმ ფენის კონტროლი, მით უფრო შესაძლებელია შიდა გავრცელების შეჩერება.

“რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს ეს ტესტირება თუ არის ასეთი შესაძლებლობა. ანუ თვითონ ჩვენი ინფექციის კონტროლის სამსახურიც თვლის, რომ მეტი კვლევაა საჭირო. ჩემი შეფასება ამ საკითხში მაინცდამაინც კომპეტენტური არ იქნება, რადგან მე მთლიან ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ისე დეტალურად არ ვიცნობ, ვინც დეტალურად იცნობს და ფლობს ინფორმაციას, უნდა დავუჯეროთ მათ და ისე გავაკეთოთ, როგორც გვეუბნებიან. პირადად ჩემი აზრი კი ასეთია, რომ რაც უფრო მეტად შევძლებთ საზოგადოების ამა თუ იმ ფენის კონტროლს კლასტერებს დავარქმევთ, ჯგუფებს თუ სხვას, მით უფრო შევაჩერებთ შიდა გავრცელებას“, – აცხადებს გოფოძე.

ამასთან, გოფოძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი  იღებენ გადაწყვეტილებას, თუ საზოგადოებას რა ნაწილს და ვის გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება.

მიისვე თქმით, სწრაფ ლტესტებს 100 პროცენტიანი სანდოობა არ აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია რამდენად მაღალია სანდოობის ხარისხი ამა თუ იმ სწრაფი ტესტის მიმართ.

შეგახსენებთ, 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 11 504 ადამიანს ჩაუტარდა. მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი ტესტი (897) 24 აპრილს ჩატარდა. შედეგად კი ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

 

იტვირთბა....