aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 3  მილიონს გადააჭარბა. ხოლო, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 200 000-ს აღემატება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 3  მილიონ 004 ათას 891 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 207 ათას 257 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 882 ათას 954 – გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ინფიიცრებულთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით ისევ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....