ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 49 პაციენტიდან 10 არასრულწლოვანია.
როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
ამასთან, სოლოღაშვილის თქმით, მათთან მყოფი 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო სამი მათგანი მაღალასაკობრივ რისკს მიეკუთვნება.
“49 პაციენტიდან ათი პირი 18-წლამდე მოზარდია, სამი პაციენტი მაღალასაკობრივ რისკს მიეკუთვნება, ერთ პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციაში. 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა”,- განაცხადა სოლოღაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 10-ით გაიზარდა და 496 გახდა. მათგან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ცნობისთვის, 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 11 504 ადამიანს ჩაუტარდა. მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი ტესტი (897) 24 აპრილს ჩატარდა.