ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოჭორიშვილის კლინიკის 15 ახალ პაციენტს შორის 12 თეთრიწყაროდან, სამი კი ბოლნისიდანაა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 15 ახალი პაციენტიდან 12 მათგანის წყარო ე.წ. თეთრიწყაროს, ხოლო 3 მათგანის წყარო ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

ამასთან, სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის, კოვიდინფექციით 49 პაციენტი გადის მკურნალობას.

“ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 62 პაციენტი. აქედან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 49 პაციენტს. 49 პაციენტიდან ათი პირი 18-წლამდე მოზარდია, სამი პაციენტი მაღალასაკობრივ რისკს მიეკუთვნება, ერთ პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციაში. 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.

ჩვენს კლინიკაში დამატებულია 15 პაციენტი. 12 თეთრიწყაროდან და სამი ბოლნისიდან. ძირითადი სიმპტომი არის ცხელება, ნაწილი მათგანის მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 10-ით გაიზარდა და 496 გახდა. მათგან  149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ცნობისთვის, 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 11 504 ადამიანს ჩაუტარდა. მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი ტესტი (897) 24 აპრილს ჩატარდა.

 

იტვირთბა....