საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების პირველი ეტაპის ფარგლებში, დღეიდან ონლაინვაჭრობაზე შეზღუდვები იხსნება. მოქალაქეებს ყველა ტიპის პროდუქტის ონლაინ საცალო და საბითუმო შეძენა შეუძლიათ.
ასევე, დღეიდან დასაშვებია მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზეც.
კომპანიებმა და მწარმოებლებმა მათ საქიანობაზე განახლების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსონ. საქმინაობის გაგრძელების უფლება მიეცემათ იმ ბიზნესოპერატორებს, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას იცავენ.
შეგახსენებთ, დღეიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო. კერძოდ, ნებადართულია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, მათ შორის, ტაქსების ოპერირება. ასევე, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა შესაძლებელია.