27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის შესაძლებელია.
როგორც მტავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ ქალაქებში ალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.
ასევე, ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
“როგორ ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, კერძოდ, დღეიდან ნებადართულია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, მათ შორის, ტაქსების ოპერირება. ასევე, ნებადართულია ონლაინ ვაჭრობა, მიტანის მომსახურება და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.