„ჩვენი რეალისტური ამოცანაა მილიარდნახევარი მოვიზიდოთ. ეს შეიძლება იყოს მეტიც, მაგრამ რეალისტურს ვგულისხმობ, იმიტომ რომ წინა მოლაპარაკები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან არის პრაქტიკულად დასრულებული. პრაქტიკულად ჩვენ გადავედით ხელშეკრულების გაფორმებებზე, რომლებიც შემდგომში მიეწოდება პარლამენტს რატიფიცირებისთვის და უკვე ჩამორიცხვები დაიწყება. ჩვენი ვარაუდი არის მილიარდნახევრამდე მოზიდვა, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ წელი მეტი თანხითაც დავასრულოთ…
ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ როგორც მინიმუმ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპებს, რაც გვქონდა. და არამარტო ჩვენ დავუბრუნდეთ, არამედ ეს ტემპი უნდა დავაჩქაროთ. 2021 წელს ჩვენ უნდა ამოვქაჩოთ ის, რაც დავკარგეთ 2020-ში“
ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გადაცემა “FORBES კვირა”