ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ქვეყნები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ესხმიან თავს, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობენ” – ლავროვი

“ქვეყნები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ესხმიან თავს, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობენ, რადგანაც კორონავირუსის წინააღმდეგ დროული და შესაბამისი ზომები ვერ მიიღეს. კორონავირუსის წინააღმდეგ გაერთიანებულ ძალისხმევას პოლიტიზირებული შეფასებები არ უნდა ეძლეოდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე თავდასხმით ისინი თავიანთი ქმედებების გადაფარვას ცდილობენ, რომელიც იყო დაგვიანებული და არასაკმარისი.”

სერგეი ლავროვი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ამის შესახებ რუსული მედია წერს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უმოქმედობაში დაადანაშაულა და დაფინანსება შეუწყვიტა.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,865,205 მიაღწია. გარდაიცვალა 199,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 816,658 პაციენტი.

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 456 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 139 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....