მთავარი ციტატა

“41 წლის ქალი სიკვდილს ძლივს გამოვტაცეთ ხელიდან, გამოვიყენეთ მედიკამენტი ტოცილიზუმაბი”

“გამოვიყენეთ მედიკამენტი ტოცილიზუმაბი, რომელიც მართლაც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ჩვენს პაციენტთა, 41 წლის ქალბატონთან, რომელიც სიკვდილს ძლივს გამოვტაცეთ ხელიდან, მძიმე იყო ძალიან და ამ მედიკამენტმა მოგვცა შესანიშნავი შედეგი. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ პლაქველინით არ გვიმკურნალია პაციენტებისთვის”

მარინა ენდელაძე, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი

TV პირველი, გადაცემა “დღის ამბები”

შეგახსენებთ, 25 აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.

იტვირთბა....