“ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან მშრომელი ხალხია და არის ძალიან უხვი, ჭარბი მოსავალი. ძალიან მსხვილი მარკეტებიც კი დაკეტილია. რესტორნული, ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები აღარ მუშაობს და ბუნებრივია, შემცირდა ადგილობრივ ბაზარზე მოხმარება. მიუხედავად ამისა, გუშინ სადისტრიბუციო კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ და მისგან მარაგდება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, გაიტანა ხუთი დიდი მოცულობის, 13 და 10 ტონიანი მანქანებით პროდუქცია. შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გუშინ 100 ტონაზე მეტი პროდუქტი იქნა გატანილი.”
შოთა რეხვიაშვილი – ქვემო ქართლის გუბერნატორი
ამის შესახებ გუბერნატორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ პროდუქტების რეალიზების მთთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა, მთავრობამ მათი მოთხოვნილება დააკმაყოფილა. მუნიციპალიტეტში რამდენიმე კომპანიის დისტრიბუცია შევიდა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისგან პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას ახდენენ.
22 აპრილს მარნეულში მოქალაქეებმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ და ამით შემოსავლის წყარო დაკარგეს.