“კოვიდ 19 ის დადასტურებული ფაქტი გვაქვს 84. ბოლნისში არის 61 ფაქტი, მარნეულში რჩება 15 და არ გაზრდილა ისევე როგორც რუსთავში. რაც შეეხება ბოლნისს, აქ დიდი ტემპით მიმდინარეობს ტესტირებები. ამ მასშტაბიდან და იმ მჭიდრო კავშირებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვქონდა და მოლოდინები იყო, მინიმალურია გამოვლენები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადავურჩით დაავადების ფართომასშტაბიან გავრცელებას. ეს კლასტერები სადაც ჩნდება, ბოლო 24 საათში ერთეული შემთხვევები არის დადგენილი და დადასტურებული.”
შოთა რეხვიაშვილი – ქვემო ქართლის გუბერნატორი
ამის შესახებ გუბერნატორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 431-მდე გაიზარდა. 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.