ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამაჯანმრთელებული პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსზე ტესტის პასუხი კვლავ დადებითი აქვს, დამაკმაყოფილებელია.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ეზუგბაია დარწმუნებულია, რომ შემდეგი ტესტის პასუხი, რომელიც 2 დღეში ჩაუტარდება, უარყოფითი იქნება.
“მისი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. მასთან ჩატარებული ტესტირებით უკვე მიღებულია ისეთი დაბალი კონცენტრაციით ვირუსი, რომ დარწმუნებული ვარ, ხვალ-ზეგ მასთან ტესტზე უკვე უარყოფითი პასუხი გვექნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებტ, საუბარია პაციენტზე, რომელიც ინფიცირებულთა პირველ ხუთეულში შედის და დღემდე კლინიკაშია მოთავსებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ეს პაციენტი პირველ ხუთეულში შედის, პრაქტიკულად, გამოჯანმრთელია, მაგრამ ტესტი კორონავირუსზე დღემდე დადებითს აჩვენებს.