ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გვყავს პაციენტი, რომელიც მორჩენილია, პრაქტიკულად ჯანმრთელია, მაგრამ დღემდე ის არის დადებითი კოვიდინფექციაზე” – იმნაძე

“ჩვენ გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, პირველ ხუთეულში შედიოდა პაციენტების და დღემდე ის არის დადებითი. მაშინ, როცა იყო რაღაც პერიოდი, როცა თითქმის გაუქრა ვირუსი და გაწერაზეც იყო საქმე. ეს არის სწორედ ამ ვირუსის ვერაგობა. ადამიანი, რომელიც მორჩენილია, პრაქტიკულად ჯანმრთელია, მას მძიმე ფორმაც არ ჰქონდა სხვათაშორის, საშუალო სიმძიმის იყო მისი დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ დღემდე ის არის დადებითი.“

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

“რუსთავი 2”

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 408 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,517,579 მიაღწია. გარდაიცვალა 173,422 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 660,274 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....