ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 15 გამოჯანმრთელებული პირი გაეწერება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს მათ კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 15 ადამიანი დატოვებს.

ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებტან განაცხადა.

რატიანის თქმით, ამ დროისთვის მატთან კოვიდინფეციით 84 პაციენტი გადის მკურნალობას.

„დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან. დანარჩენსაც ველოდებით განმეორებით 13-ს. ალბათ, უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 431-მდე გაიზარდა. 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იტვირთბა....