ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი პაციენტებიდან ერთი მათგანი მათ ცენტრში გადის მკურნალობას, ხოლო, მისი ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“გუშინ ჩვენთან მოთავსდა ერთი ახალი პაციენტი, რომლის წყაროც დადგენილი არ არის. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ბოლო 24 საათში გამოვლინდნენ, როგორც ვიცი, არსებული წყაროების კონტაქტებია. მხოლოდ ჩვენთან არის მოთავსებულია ისეთი, რომელსაც სჭირდება წყაროს დადგენა,”- აცხადებს ეზუგბაია.
ეზიგბაიას ცნობით, მათ ცენტრში ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს და ყველას მდგომაროება სტაბილურია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 431-მდე გაიზარდა.
114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578 პირი.