ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 22 ინფიცირებული პაციენტიდან სამის მდგომარეობა საყურადღებოა

ამ დროისთვის, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდინფექციით 22 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა კი საყურადღებოა.

ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დაემატათ ორი ახალი ინფიცირებული პაციენტი, რომლებიც კორონავირუსის სიმპტომებით მარნეულის ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს და ორივე მათგანი ე.წ მარნეულის კლასტერს განეკუთვნება.

“ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით სულ 22 პაციენტი მკურნალობს, მათგან საყურადღებო სამია. კლინიკაში ასევე მოთავსებულია 18 წლამდე ასაკის ექვსი მოზარდი, რომლებთანაც ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 431-მდე გაიზარდა.

114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578 პირი.

იტვირთბა....