მთავარი ციტატა

“ავადმყოფების და გარდაცვლილთა რაოდენობით, ევროპის 53 ქვეყანას შორის საქართველოს 49-ე ადგილი უკავია “

“მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში 420 პაციენტი და სულ 5 გარდაცვლილი გვყავს. ეს არის ყველაზე დაბალი ან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ციფრი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ევროპის 53 ქვეყანას შორის საქართველოს უკავია 49-ე ადგილი ავადმყოფების და გარდაცვლილთა რაოდენობით.”

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ გორში ჟურნალისტებთან განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევათა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 420 გახდა. მათგან,107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით გაიზარდა.

იტვირთბა....