“არ ყოფილა არცერთი გართულება პლაქვენილისგან. პლაქვენილის გარდა ვიყენებთ ძალიან ბევრ სხვა მედიკამენტს. თითოეულ პაციენტთან ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას და ძალიან საინტერესო ინოვაციური მიდგომები გვაქვს. ამიტომ მარტო პლაქვენილს ამ წარმატებას ვერ მივაწერთ. მაგრამ პლაქვენილის დამსახურებაც არის ასეთი კარგი შედეგი. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს კვლევები სხვა მედიკამენტებზე, მათ შორის პლაქვენილზეც და თუ დაიდება სარწმუნო, დამაჯერებელი უფრო უკეთესი რეზულტატები და შედეგები სხვა მედიკამენტის, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე, დაუყოვნებლივ შევიტანთ ცვლილებებს. ამ ეტაპზე კი ცვლილებები არ იგეგმება, რადგან უკეთესი ალტერნატივა არ არის.”
თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც თენგიზ ცერცვაძის განაცხადა, კორონავირუსის კლინიკურ მართვაზე შექმნილ პროტოკოლში ამ ეტაპზე არანაირი ცვლილების შეტანა იგეგმება, მათ შორის არც პრეპარატ “პლაქვენილის” გამოყენებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირებულებთან სამკურნალოდ პრეპარატ “პლაქვენილის” გამოყენებამ კითხვები გააჩინა. სპეციალისტები განმარტავენ, რომ აღნიშნული მედიკამენტი მსუბუქ პაციენტებში, ანდა ჯანმრთელ, ასიმპტომურ პაციენტებში საპროფილაქტიკოდ არ გამოიყენება.
ამ საკითხის აქტუარულობა გამოიწვია იმან, რომ 17 აპრილს აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა პოსტი გაავრცელა, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება. ზურაბ გურულის განცხადებით, ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის დანიშვნას უსიმპტომო, ჯანმრთელი COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის.