მთავარი ციტატა

“ყველას მინდა მოვუწოდო, დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ მათი გამკაცრების აუცილებლობა არ დაგვიდგეს”

 “თუ ისევ ასეთი უპასუხისმგებლობის გამოვლენა იქნება, როგორიც მარნეულში და თუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეულ სტაბილიზაციას ჩვენივე ხელით დავანგრევთ, თუ ასეთი უპასუხისმგებლო შეკრებები გაგრძელდება, როგორიც სრულიად არ არის საჭირო ცალკეულ ადგილებზე, მაშინ დღის წესრიგში ზომების გამკაცრების აუცილებლობა დადგება. ყველას მინდა მოვუწოდო, დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ მათი გამკაცრების აუცილებლობა არ დაგვიდგეს.”

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ ხომ გაიცემა რეკომენდაცია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, 

ცნობისთვის, პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.

მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული.

 

იტვირთბა....