aviabiletebi
მთავარი ციტატა

“იმ პირების მიმართ, ვინც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაარღვიეს, დღის წესრიგში ამნისტიის გამოცემა არ დგას”

“რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, არ დგას დღის წესრიგში არანაირი ამნისტიის გამოცემა იმ პირების მიერ ჩადენილი ქმედებიბისთვის, რომლებმაც დაარღვიეს საგანგებო ან საომარი რეჟიმი, ან კარანტინის და იზოლაციის წესი და ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აღნიშნული საკითხი, რა თქმა უნდა, პარლამენტის პრეროგატივაა, მაგრამ არანაირი ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება. და თუ ოპოზიცია იმას გვეუბნება, რომ ჩვენ პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიან, ეს მათი უპასუხიმსგებლო განცხადებაა.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანრი ოხანაშვილი –  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადებით ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის წევრების ნაწილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირებს დაკისრებული თანხა უნდა ჩამოეწეროთ.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. 

იტვირთბა....