პირველი სუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის, მათ ცენტრში კოვიდინფიცირებული 90 პაციენტი მკურნალობს.
ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
რატიანის ინფორმაციით, ხვალ 17 პაციენტის განმეორებითი ანალიზის პასუხს ელოდებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კლინიკიდან გაეწერებიან.
მისივე თქმით, 8 პაციენტთან განმეორებითმა ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა და ისინი კლინიკიდან დღესვე გაეწერებიან.
“ამ ეტაპზე კლინიკაში არის 90 ინფიცირებული. 8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან. პირველადი უარყოფითი პასუხი მოსულია დაახლოებით 17. ველოდებით განმეორებით გაგზავნას ლუგარის ლაბორატორიაში და თუ ხვალ მოვიდა კიდევ 17 უარყოფითი პასუხი, ხვალ უკვე დატოვებს 17 პაციენტი კლინიკას. მათგან ყველა პაციენტს, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით არანაირი გამოვლინებები არ უვლინდებათ,”- აცხადებს რატიანი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევათა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 420 გახდა. მათგან,107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პირი.
24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით გაიზარდა.