მთავარი ციტატა

“დღეს მარნეულში მინიმუმ, 8 ათტონიანი მანქანა შევა, რათა პროდუქციის გატანა მოხდეს”- მარნეულის მერი 

“მოსახლეობას მოსავლის გატანაზე აქტიურად ვეხმარებით, დღეს სოფლებში მინიმუმ, 8 ათტონიანი მანქანა შევა, რათა პროდუქციის გატანა მოხდეს. ამ ყველაფერში, რომ მოსახლეობის პროდუქცია რეალიზაციაში გავიდეს, მაქსიმალურად ვართ ჩართულები. ეს პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროც აქტიურადაა ჩართული.”

ზაურ დარგალი – მარნეულის მერი 

ამის შეახებ მარნეულის მერიმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. 

ცნობისთვის, 22 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტს რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივებმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ და ამით შემოსავლის წყარო დაკარგეს.

 

იტვირთბა....