aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“უკაცრავად ონკანი, რომ გაუფუჭდება ადამიანს პურის მაღაზიაში წავიდეს..” – ეკა ბესელია

“საჭირო იყო ამ ზომების გადახედვა, რა საჭიროა დახურო ისეთი ობიექტები, რომელთა სერვისის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკაცრავად ონკანი, რომ გაუფუჭდება ადამიანს პურის მაღაზიაში წავიდეს? ჩვენ არ ვამბობ, რომ ყველაფერი ცუდია. ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი აქვს საქართველოს, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა შევხედოთ, ეკონომიკურად, როგორ დამძიმდა ვითარება.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკა ბესელია – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი

აღნიშნული განცხადება ბესელიამ, “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. როგორც ბესელია აცხადებს, მან საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა, რადგანაც ეწინააღმდეგება იმ შეზღუდვებს, რასაც საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 416 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 107 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,588,351 მიაღწია. გარდაიცვალა 180,015 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 706,481 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....