მთავარი ციტატა

“დანაშაულებრივი სიჯიუტეა, რომ მასობრივი ტესტირების არქონის გამო, გვიწევს კარანტინის გაგრძელება”

“სამწუხაროდ, ჩვენ ვართ დანაშაულებრივი სიჯიუტის მსხვერპლი. დიახ, დანაშაულებრივი სიჯიუტეა, რომ დღემდე ქვეყანაში არ გვაქვს მასობრივი ტესტირება, დანაშაულებრივი სიჯიუტეა, რომ ამ მასობრივი ტესტირების არქონის გამო, გვიწევს და გვიწევს საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გაგრძელება. დიახ, დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო, ჩვენ გვიწევს უაზრო შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში, მანქანებით გადაადგილებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო, ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად, შიმშილის პრობლემის წინაშე დგას უკვე დღეს საზოგადოება.”

გიორგი ვაშაძე – პარტია “ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე 

ამის შესახებ გიორგი ვასაძემ საგანგებო ბრიფინგზე განცხადა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას გამოეხმაურა.

პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მზად არაა და ბოლო ერთმა თვემ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევიდა.

 

იტვირთბა....