მთავარი ციტატა

“მცდელობა, ადამიანებს გავუჩინოთ განცდა, რომ საგანგებო მდგომარეობით იჩაგრებიან, არასწორია”

“მინდა მივმართო მოსახლეობას. არავინ დაიჯეროს, რომ ის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ვრცელდება დღეს ქვეყანაში, არის ყველაზე მძიმე. სიტყვა კარანტინი არასწორად იქნა გამოყენებული აქ. კარანტინი ვრცელდება მხოლოდ ზოგ ადგილას, სადაც კლასტერები იყო შემჩნეული და სადაც საჭირო იყო კარანტინი. ეს არ ვრცელდება მთელ ქვეყანაში. ისიც სათქმელია, რომ კომენდანტის საათი არ არის ადამიანების დაჩაგვრის ფორმა და ის მცდელობა, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა, რომ ამ საგანგებო მდგომარეობით იჩაგრებიან, მემგონი არასწორია. საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ ის ზომები, რაც დღეს არსებობს, 22 მაისამდე გაგრძელდება. რაც უფრო კარგად შევინარჩუნებთ ამ ზომებს სანამ საჭიროა, უფრო მალე მოიხსნება.”

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი

ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.“ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ხელისუფლებისაგან, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვდნენ.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მზად არაა და ბოლო ერთმა თვემ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევიდა.

შეგახსენებთ, მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული.

იტვირთბა....