ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

კალაძე იმ სუბიექტებს ასახელებს, რომლებსაც შეზღუდვების პირობებში ავტომობილებით გადაადგილება სპეციალური საშვებით შეუძლიათ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ის სუბიექტებიც დაასახელა, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ქალაქში ავტომობილებით გადაადგილებას სპეციალური საშვებით შეძლებენ.

კალაძის ინფორმაციით, დაშვებული საშვებით იმოძრავებენ ის მანქანები, რომლებიც ეკუთვნის სხვადასხვა მომსახურების სფეროს.

ამის შეახებ კახა კალაძემ „ფეისბუქ ლაივის“ მეშვეობით განაცხადა.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ  ავტომობილით გადაადგილება კიდევ ერთი კვირით შეიზღუდება. ორშაბათამდე დაშვებული საშვებით იმოძრავებენ ის მანქანები, რომლებიც ეკუთვნის სხვადასხვა მომსახურების სფეროს. ეს ეხება ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა აფთიაქის ქსელი, ჩვენს ექიმებს, მუნიციპალიტეტის იმ სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან დედაქალაქის მოსახლეობას. ასეთი შეიძლება იყოს „თბილსერვისის“  თანამშრომლები,  საპატრულო პოლიცია, პოლიციის თანამშრომლები  და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....