ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“პანდემიის გამო მსოფლიო “ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილის წინაშეა”- გაერო

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო “ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილის რისკის წინაშეა.

ამის შესახებ განცხადება გაერო-ში “მსოფლიო საკვების პროგრამის“ ხელმძღვანელმა დევიდ ბიზლიმ გააკეთა.

როგორც დევიდ ბიზლი განცხადებაშკატასტროფის თავიდან ასარიდებლად, სასწრაფო ზომებია მისაღები.

გაერო-ში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ ათი ქვეყანაა, რომელიც კონფლიქტებისგან, ეკონომიკური კრიზისისა და კლიმატური ცვლილებებისგან არის დაზარალებული.

“საკვების კრიზისის გლობალურ ანგარიშის“ მიხედვით ეს ქვეყნებია: იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.

„თუ ჩვენ ვერ მივაწვდით ამ ადამიანებს მათთვის საჭირო სასიცოცხლო დახმარებას, ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ შესაძლოა, სამ თვის განმავლობაში ყოველდღიურად 300 000 ადამიანი დაიღუპოს შიმშილით“, – განაცხადა დევიდ ბიზლიმ.

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2.5 მილიონს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....