“მოიმატა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ და ამიტომაც კიდევ ერთი თხოვნა იქნება ჩემი, დარჩით სახლში, იყავით სახლში, დაახლოებით ორი კვირა, რომ რაც შეიძლება ნელა განვითრდეს პიკისკენ პროცესები, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა პაციენტის მიღება, რომელიც დაავადდება კოვიდინფექციით, მათი მოვლა-მკურნალობა, დარჩით სახლში.”
ლალი ტურძელაძე – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორი
ამის შესახებ ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. მათგან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.
კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, 68 წლის მამაკაცია. ინფიცირებული მამაკაცი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან იყო და მისი მდგომარეობა თანმხლები დაავადების გამო პირველივე დღიდან კრიტიკულად ფასდებოდა.