ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას ცნობით, მათთან მოთავსებული ინფიცირებული 45 პაციენტიდან 17-ის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, .მათ ცენტრში მოთავსებული ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და დღეს ფასდებიან, როგორც მძიმე პაციენტები.

ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის მათ ცენტრში კოვიდინფიცირებული 45 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.

“გუშინ, ჩვენ კლინიკაში 46 დადასტურებული შეთხვევა გვქონდა, ერთი დღეს გაეწერება და 45 დაგვრჩება. 2 მძიმე, კრიტიკულთან მიახლოებული ავადმყოფი, რომელთა შესახებაც მუდმივად ვლაპარაკობდით, დღეს შეიძლება განვიხილო, როგორც მძიმე პაციენტები, 14 მძიმე პაციენტს ეს ორიც დაემატება და გვეყოლება 16 მძიმე ავადმყოფი. გუშინ შემოსული ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთთან პნევმონია დასტურდება და ესეც მე-17 მძიმე ავადმყოფი იქნება. დანარჩენი პაციენტები საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობით არიან. მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ 24 საათის განმავლობაში მათთან ცვლილებები არ ყოფილა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. მათგან  97 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....