“საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ზოგჯერ აგრესიულია, რაც ხელს უშლის საზოგადოების სწორი განწყობების ჩამოყალიბებას.”
სერგეი ლავროვი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
აღნიშნული განცხადება სერგეი ლავროვმა ვიდეოპრესკონფერენციაზე დიმიტრი ლორთქიფანიძესთან საუბრისას გააკეთა.
ლავროვმა აღნიშნულით სალომე ზურაბიშვილის მიერ ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ გაკეთებული განცხადება შეწაფასა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა 20 ივნის ქვეყანაში რუსი დეპუტატის ჩამოსვლა გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, 20 ივნის სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, “მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს.”