“ვხედავთ, რომ ქვეყანაში მძიმდება ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ამასთან ერთად მძიმდება და უარესად დამძიმდება კრიმინალური ვითარება. ჩვენ გაგვიჭირდება მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე უნდა აიღოს ხელისუფლებამ. ჩვენ შევიკავებთ თავს კენჭისყრაში მონაწილეობისგან განსხვავებით წინა ჯერისგან, როდესაც უპირობოდ დავუჭირეთ მხარი საგანგებო მდგომარეობას.”
სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
სამადაშვილი აჭნიშნული განცხადებით ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის შესაძლო გაგრძელ;ებას გამოეხმაურა.
დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე კენჭისყრას 22 აპრილს ჩაატარებენ, მანამდე კი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დეკრეტი უნდა გამოსცეს. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას დეპუტატების უმრავლესობის ხმა დასჭირდება.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდრე მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას არ წარადგენს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ისინი მხარს არ დაუჭერენ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული.