“მინდა, მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვინც ჩვენს მთავრობას აქილიკებს. ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს. ამის მაგალითია ინფიცირების დაბალი დონე, დაავადებულების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი ინფდექსი და გამოჯანმრთელების მაღალი ინდექსი.”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღცანელი
აღნიშნულით რატიანი ჟურნალისტებთან კორონავირუსის კლინიკურ მართვაზე გამოცემულ პროტოკოლთან დაკავშირებით არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა.
ამასთან, რატიანმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს რჩევის ან შენიშვნის მიცემის სურვილი აქვს, შეუძლიათ ექიმებთან ერთად კლინიკებში იმუშაონ, სადაც სასიკვდილო სივრცეა.
17 აპრილს აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა პოსტი გაავრცელა, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება. აღნიშნულ პოსტს თბილისის ინფექციური საავადმყოფო დირექტორი გამოეხმაურა. როგორც კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელიც ამასთან არაერთ ფაქტობრივ ტყუილსაც შეიცავს.
ამასთან, განცხადებაში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველა ავადმყოფის მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით და არასდროს ყოფილან მხოლოდ პლაქვენილის იმედად.