მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურთ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება კომისიის ვებგვერდზე შეუძლიათ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ავრცელებს.
როგორც სემეკ-ის განცხადებაშია აღნიშნული, აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადაა 11 მაისია.
სემეკ-ის ინფორმაციით, მოქალაქეებს უარის დაფიქსირება კომუნალურ შეღავათებზე შეუძლიათ როგორც ცალ-ცალკე, ასევე ყველა თვეზე ერთიანად.
“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება კომისიის ვებგვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ. აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მაისი. მოქალაქეებს უარის დაფიქსირება აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათებზე შეუძლიათ, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორივე თვეზე ერთიანად. აღნიშნული არ ეხება იმ პირებს, რომლებმაც 11 აპრილამდე უარი უკვე დააფიქსირეს სამივე თვის (მარტი, აპრილი, მაისი) შეღავათებზე.
მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 11 აპრილს ამოიწურა და არსებული მონაცემებით, მარტის შეღავათებით სარგებლობაზე უარი 3 534-მა პირმა განაცხადა”,-აღნიშნულია სემეკ-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქეს, ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში-მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადებს მთავრობა დაუფინანსებს. გარდა ამისა, ასეთ აბონენტებს კომუნალური შეღავათების ფარგლებში წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადიც დაეფარებათ.
ამასთან, აბონენტებს, რომლებსაცკომუნალურ გადასახადებზე შეღავათი ეხებათ და დავალიანება უკვე დაფარეს, თანხა სააბონენტო ბარათზე დაუბრუნდებათ.