ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოჭოროშვილის კლინიკაში მყოფი ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი ე.წ. ბონლისის კლასტერს უკავშირდება 

დღეს გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ერთი მათგანი ე.წ. ბონლისის კლასტერს უკავშირდება, რომელიც მკურნალობას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ ცენტრში კოვიდდიაგნოზით 24 ადამიანი მკურნალობს, მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

“ერთი პაციენტი დაგვემატა კოვიდ დიაგნოზით, ერთი კი გაეწერა. შედეგად კვლავ 24 პაციენტი გვყავს დადასტურებული კოვიდ დიაგნოზით. ამ 24 პაციენტიდან კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელება დადასტურდა და ის გაეწერება. ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გადაცემის. არის შუახნის ქალი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის არის ბოლნისის კლასტერი“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათთან 6 არასრულწლოვანი პაციენტი მკურნალობს, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვი 408-მდე გაიზარდა. ვირუსისგან გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ხოლო, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4779, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 561 პირი.

იტვირთბა....