მთავარი ციტატა

“შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს 22-23 მარტიდან, ამიტომ შემდგომი შვიდი-რვა კვირა არის ხოლმე რთული”

“ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის. ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული. ამიტომ ყველა უნდა მოვეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს. თუ გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო იძლევა.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელი

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 399-მდე გაიზარდა. მათგან  93 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი.

იტვირთბა....