“რაც უფრო იქნება სოციალური დისტანცირება, მთელ ქვეყანაში იქნება ბევრად უკეთესი შედეგი. ინფიცირების რისკები შეიძლება გაიზარდოს და პიკს მივაღწიოთ ძალიან მალე.”
თეა თავართქილაძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი
თეა თავართქილაძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 399-მდე გაიზარდა. მათგან 93 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი.