ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით”- ილია მეორე

“ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით,” – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში.

როგორც მიმართვაში ილია მეორე ბრძანებს, “ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თავისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს.”

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ ღვთითკურთხეულ შვილებს:

კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით.

სრულიად საქართველოს ვულოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენ წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმქვეყნად წასულ ოჯახის წევრს. ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თავისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნეფსითნი და უნებლიეთნი და საყოფელსა მართალსა დააწესოს ისინი, ამინ“, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

იტვირთბა....