ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 22 აპრილს უყრიან კენჭს

დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე კენჭისყრას 22 აპრილს ჩაატარებენ, მანამდე კი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დეკრეტი უნდა გამოსცეს.

დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას პარლამენტში საგანგებო სხდომაზე განიხილავენ. ხოლო, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას დეპუტატების უმრავლესობის ხმა დასჭირდება.

შევა თუ არა ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დადგენილ იმ ნორმებში, რომლებიც ქვეყანაში დღეისათვის მოქმედებს, ეს პრეზიდენტის დეკრეტის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას სრულად დაუჭერს მხარს.ხოლო, საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას არ მიესალმებიან ოპოზიციის წევრები.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდრე მმართველი გუნდი რეალურ გეგმას არ წარადგენს, ისინი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ. ამ გადაწყვეტილებას კი იმით ხსნიან, რომ ქვეყანა საგანგებო რეჟიმის გასაგრძელებლად მზად არაა, რადგან ხელისუფლებაში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების რეალური გეგმა არ გააჩნიათ.

შეგახსენებთ,  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე  გახანგრძლივდება. პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უნდა მიმართოს, სადაც დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე კენჭისყრას ჩაატარებენ. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული.

 

 

იტვირთბა....