თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული ორი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ეზუგბაიას თქმით, მატთან ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს, დღეს კი ახალი ინფიცირებული არ დამატებიათ.
“45-დან ორი კრიტიკულთან მიახლოებული პაციენტია, რომელთა მდგომარეობა დასტაბილურებულია, დაავადება აღარ პროგრესირებს. ეს ნიშნავს, რომ კეთილსაიმედო გამოსავალი უნდა იყოს ორივესთან. მძიმე პნევმონიით გვყავს 14 პაციენტი. ისინი ამ ეტაპზე მართვას ექვემდებარებიან,”- განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 399-მდე გაიზარდა. მათგან 93 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი.