კორონავირუსის ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი მათგანი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნინო ნიჟარაძის თქმით, ინფიცირებული ვირუსის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ხოლო მისი ოჯახის წევრების ვირუსზე ჩატარებული ტესტირების პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
“აჭარაში ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. იგი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. ინფიცირებული 10 დღის განმავლობაში საკუთარ ოჯახში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ინფიცირებული ქალი არის საშუალოზე მსუბუქი გამოხატულებით. მას ჩივილები გუშინ წინ, ღამით დაეწყო”,- აცხადებს ნინო ნიჟარაძე.
მიისვე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკა “მედალფაში” გადის მკურნალობას.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 399-მდე გაიზარდა. მათგან 93 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი.