ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვარკეთილში პოლიციას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ, დაკავებულია 6 პირი

ვარკეთილში პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს დაწესებული შეზღუდვების დარღვევისა და პოლიციასთან დაპირისპირების გამო ექვსი პირი დააკავა.

დაპირისპირება მას სემდეგ მოხდა, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შეკრებილი მოქალაქეები შენიშნა და  მათ დაწესებული შეზღუდვების ნდაცვისკენ მოუწოდა.

თვითმხილველი “მეტრონომს” უყვება, რომ მოქალაქეები ეზოში შეიკრიბნენ და აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები კი პილიციის თანამშრომლებს არ დაემორჩილნენ, რასაც დაპირიქპირება მოჰყვა.

წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ჩაერივნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების ოჯახის წევრებიც, რომლებიც პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“ეზოში 6-7 ბიჭი სვამდა. აღდგომას აღნიშნავდნენ. პოლიცია მოვიდა და მათი დაშლა სცადა. მაგრამ ბიჭები არ დაემორჩილნენ. ადგილზე მივიდნენ ამ ბიჭების დედებიც, 6 ქალი იყო დაახლოებით. ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი თანამშრომელი სცემეს კიდეც, როს შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ მოვიდნენ პოლიციის სხვა ეკიპაჟებიც და სიტუაციის განეიტრალება სცადეს”,- აცხადებს წყარო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ორი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც პგულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას, ჩადენილს ჯგუფის მიერ ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხოლო, კიდევ ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას და იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ვარკეთილში მომხდარი დაპირისპირების ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელკდა.

იტვირთბა....