ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში ბრმად გასროლილმა ტყვიამ ქალი საკუთარ სახლში იმსხვერპლა

თბილისში ბრმად გასროლილმა ტყვიამ ქალი საკუთარ სახლში იმსხვერპლა – ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

არსებული ცნობით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსიდან ბრმად გასროლილი ტყვია მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე შევარდა.

ტყვიის გასროლის შედეგად გატყდა ფანჯრის შუშა. ქალს, რომელიც იმ წუთებში  ოჯახთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, თავში ტყვია მოხვდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ბრმა ტყვიით ქალი, სავარაუდოდ, ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა, როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, შეუძლებელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე ორი მუხლით აღიძრა.

გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

 

იტვირთბა....