“პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი გახარიას – ბატონო გიორგი, ძალიან კარგია,რომ მთელ სამთავრობო უსაქმურებთან ერთად სტიქაროსნებსაც კი თავისუფალი გადაადგილების უფლება მიეცით,მაგრამ იგივე კვალიფიციური პარტიის ლიდერებისათვის გადაადგილების უფლების შეზღუდვა ეს პოლიტიკური რეპრესიების არნახული ფორმაა, რაზედაც იმედია გულში მაინც მეთანხმებით.ის, რომ პარლამენტში არ შეგვიშვეს, ჩვენი კი არა, თქვენი პარტიის ლიდერის დამსახურებაა. ამიტომ შეიტანეთ ცვლილება მოქმედ ინსტრუქციაში და მოგვეცით თავისუფალი გადაადგილების უფლება.თუ არა მაშინ ჩაბრძანდით ახლავე ტახტისძირში სადაც თქვენი მეგობარი ოკუპანტები ისევ ღობავენ ქართულ მიწას და გაეცით პასუხი”
შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
სოციალური ქსელი “ფეისბუქი”