ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდის ინფექციურში მყოფი ერთადერთი კოვიდინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში COVID 19-ის მქონე ერთადერთი პაციენტი იმყოფებოდა; იგი 30 მარტს ზუგდიდში გალიდან გადაიყვანეს, მან კლინიკა დღეს დატოვა, მისი ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითი იყო.

გამოჯანმრთელებული ქალი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

შეგახსენებთ, დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის  ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა –  ჯამში ინფიცირებულია 394 მოქალაქე, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 547.

იტვირთბა....